saqarTvelos mRvimeebi - aquis mRvime

 

სინონიმი: სპელეოლოგთა მღვიმე.

კარსტული მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალი ათონის მახლობლად, მდ. ფსირცხის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 160 მ. 30 მ სიგრძის ვიწრო ხვრელით უერთდება 30 მ სიმაღლის მთავარ დარბაზს. სტალაგმიტებითა და სტალაქტიტებით მორთული დარბაზების საერთო სიგრძეა 125 მ. აქიუში ნაპოვნია მღვიმური დათვის ძვლები.